|
2026-06-16 09:56:52, 1747 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვაზისუბნის მამულში ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თემაზე ერთდღიანი ინტენსიური ვორქშოპი გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო YTILI | Young Transatlantic Innovation Leaders Initiative-ის სამოქმედო პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და American Councils for International Education-ის მხარდაჭერით. ვორქშოპი ქართველი მეღვინეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ჩატარდა და აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის სრული ჯაჭვის გაცნობას დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია ბაზარზე შესვლის სტრატეგიების, რეგულაციების, დისტრიბუციის, გაყიდვების პროცესისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ. ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო კომპანია Fast Penny Spirits-ის (Amaricano) დამფუძნებელი ჯეიმი ჰანტი, რომლის პროდუქცია დღეს აშშ-ის 9 შტატში იყიდება. მან მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე ოპერირებას ახლავს თან. საქართველოს ბანკისთვის მეღვინეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებას. მსგავსი შეხვედრები მეღვინეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და უკეთ მოემზადონ ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისთვის“, — განაცხადა ეკატერინე ჭურაძემ, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსმა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ვაზისუბნის მამული და Aramex Georgia.
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)