|
2026-06-16 09:59:18, 37052 ნახვა
კულტურა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“ ერთგული მხარდამჭერია თიბისი. ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართა კინოკონკურსის მიზანია ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერა. კინოპრემია „ელისო“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები, ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდნენ. ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ - ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა, გიორგი შველიძე, ლეა გლობი - გამოავლინა 2026 წლის გამარჯვებულები: საუკეთესო ფილმი | „ხმელი ფოთოლი“, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე. საუკეთესო რეჟისორი | თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი „ქართლის ცხოვრება“. სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო რეჟისორი | ქეთევან ვაშაგაშვილი „ცხრათვიანი კონტრაქტი“. საუკეთესო მსახიობი | ნინი იაშვილი ,,ქალაქის ხმაური’’. სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მსახიობი | ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი „მილი“ საუკეთესო ოპერატორი | შალვა სოყურაშვილი „მილი“. საუკეთესო კინომუსიკა | კოტე კალანდაძე „არავინ არ ჩანს“. დაჯილდოების ცერემონიაზე, „ნატო ვაჩნაძის ფონდის“ სახელობის პრემიის ლაურეატად დასახელდა ნათელა გრიგალაშვილი ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2025 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით წელს დაემატა საუკეთესო კინომუსიკის (ორიგინალური მუსიკა) ნომინაცია. თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)