10:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 13:31:56, 472 ნახვა

პოლიტიკა
სამხედრო აღლუმი წელსაც არ ჩატარდება

საქართველოს მთავრობამ 9 მაისისა და 26 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება, ამ ორი თარიღისთვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს. მისივე განმარტებით, 26 მაისს, სამხედრო აღლუმი წელსაც არ ჩატარდება.

 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები  როგორც თბილისში, ისე ყველა თვითმმართველ ერთეულშია დაგეგმილი.

"აღლუმი არ იქნება. ჩვენ დავამკვიდრეთ ეს ტრადიცია ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გავქვს ფიცის დადების ცერემონია, ეს იქნება წელსაც თავისუფლების მოედანზე.შემდეგ გვექნება სახალხო სეირნობა. ის სახალხო ზეიმი, რომელიც შარშან და შარშანწინაც გქვონდა რუსთაველის გამზირზე. რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული რუსთაველის გამზირზე  ისევ სამინისტროები იქნებიან განლაგებული თავისი პროექტებით. იქნება გასართობი  ღონისძიებები,  კონცერტები. ასევე არის დაგეგმილი დიდი კონცერტი საღამოს პარლამენტის შენობის წინ და ასევე ასეთი საზეიმო ღონისძიებები იქნება არა მხოლოდ თბილისში,  არამედ ყველა თვითმმართველ ერთეულში. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა, იქნება  გამოფენები, ვფიქრობთ, რომ ნამდვილად კარგი ზეიმი გამოგვივა ყველას",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ცქიტიშვილის თქმით, 26 მაისის ბიუჯეტი ამ ეტაპზე ცნობილი არაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics