|
2017-08-02 17:09:21, 2248 ნახვა
ეკონომიკა
მეორე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 7.1%-ით, ევროსთან კი, 4.2.%-ით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით, აშშ დოლარის მიმართ 7.1%-ით, ხოლო ევროსთან 4.2.%-ით გამყარდა. „ ამასთან, ლარი 4.2%-ით გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც. 2017 წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.6%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 2.8%ით გაუფასურდა. რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 3.6%ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 2.4%-ით გაუფასურდა“,-ნათქვამია ანგარიშში. ნომინალური ეფექტური კურსის მცირედ განსხვავებული სურათია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შესწორებული წონებისა და მომსახურების წონების გათვალისწინებით. „ ამგვარად შესწორებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მეორე კვარტალში წლიურად 4.8%-ით გაუფასურდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 5.4%-ით გამყარდა“,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის 2017 წლის მონეტრული პოლიტიკის ანგარიშში.
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)