19:06 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 14:15:33, 2420 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ტარას შავშიშვილმა დაადასტურა, რომ მას მამალაძემ უთხრა, შორენა თეთრუაშვილი ხომ არაფერს „უჩალიჩებდა“

„ტარას შავშიშვილმა დაკითხვის აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძემ მას უთხრა, შორენა თეთრუაშვილი ხომ არაფერს „უჩალიჩებდა“, რადგან უცნაური თხოვნა ჰქონდა მასთან, რომელიც სასულიერო პირის მდგომარეობიდან და მისი შესაძლებლობიდან არ გამომდინარეობდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა დეკანოზის მეგობრის, ბრალდების მხარის მოწმის, ტარას შავშვილის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

მეხრიშვილის თქმით, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა თხოვნა ჰქონდა შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძესთან.

„როდესაც სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა სასულიერო პირებზე ტარას შავშიშვილი პატრიარქს, პატრიარქი ეუბნებოდა, რომ მას არ ჰქონდა სასულიერო პირებზე საუბრის უფლება და ურჩევდა მიეხედა საკუთარი საქმისთვის. მოწმემ დაადასტურა, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილს ხშირად არ ეკონტაქტებოდა, არ ესაუბრებოდა და ახდენდა მის იგნორირებას გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა.

ტარიელ შავშიშვილის დაკითხვა უკვე დასრულდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შავშიშვილი კვლავ სასამართლოში რჩება. ცოტა ხანში სოსო ოხანაშვილის „სკაიპის“ მეშვეობით დაკითხვა უნდა დაიწყოს და სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, ტარას შავშიშვილმა უნდა დაადასტუროს, რომ პირი, რომელიც „სკაიპით“ ჩაერთვება, ნამდვილად სოსო ოხანაშვილია. თავად ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics