|
2017-07-21 13:44:15, 2371 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ „ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეებს ე.წ. ექსპორტის სამკუთხედის მუშაობის პრინციპი გააცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში წარმოებული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებსა და ექსპორტიორების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ კონფერენციის მონაწილეებს ე.წ. ექსპორტის სამკუთხედის მუშაობის პრინციპი გააცნო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ე.წ. ექსპორტის სამკუთხედი მოიცავს სამი უწყების კოორდინირებულ მუშაობას, რომლის მიზანია ქართველი ექსპორტიორების მხარდაჭერა ბაზრებზე შეღწევისა და იქ დამკვიდრების საკითხში. ეს უწყებებია: ეკონომიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რომელიც შეიქმნება საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ. გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული პროცესის ლოკომოტივია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ექსპორტიორ კომპანიებთან და კონკრეტული ხელშეწყობის მექანიზმები გააჩნია. „ამ სამკუთხედიდან ამოქმედებულია ყველაფერი ექსპორტის მხარდამჭერი საკრედიტო სააგენტოს გარდა, რომლის კანონმდებლობის დრაფტიც უკვე შექმნილია და უახლოეს პერიოდში ისიც ამოქმედდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მინისტრის ინფორმაციით, ე. წ. ექსპორტის სამკუთხედის უწყებების როლები შემდეგნაირად ნაწილდება: ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპორტიორების ხელშეწყობას ანალიტიკური ინფორმაციით და ტექნიკური მხარდაჭერით; საგარეო საქმეთა სამინისტროს როლია საელჩოების მეშვეობით მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; რაც შეეხება ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს, როცა ის შეიქმნება, უზრუნველყოფს ექსპორტიორების წვდომას ფინანსურ რესურსებზე. „ცალ-ცალკე აღებული, სამკუთხედის ყველა სტრუქტურა ეხმარება ექსპორტიორებს, თუმცა, ამ სამკუთხედის ეფექტიანობა ძალისხმევის გაერთიანებასა და სინერგიის ეფექტშია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მან ასევე განმარტა, თუ როგორ მუშაობს სამკუთხედი პრაქტიკაში და რა ეტაპებს მოიცავს ეს პროცესი. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა, ხდება საექსპორტო ბაზრების და პროდუქტების ანალიზი. ეს ანალიზი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ბაზრებზე არსებული მდგომარეობის, მოთხოვნის, მიწოდების, სატარიფო და არასატარიფო ბარიერების და სხვა ასპექტების შესახებ. ამასთან, ხდება სექტორული პორტფელების ჩამოყალიბება და პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება ქვეყნების მიხედვით. საბოლოოდ, მიღებული ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისთვის. მინისტრის განცხადებით, ექსპორტის მხარდაჭერის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია საექსპორტო სექტორების განსაზღვრა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის სამინისტროს იდენტიფიცირებული აქვს 1044 ექსპორტიორი კომპანია, რომელიც განაწილებულია 6 პორტფელის მიხედვით. პორტფელები შედგენილია საექსპორტო პროდუქტების გათვალისწინებით. „რეალურად, ამ მიდგომით მოვიცავით საქართველოს ფაქტობრივად, მთლიანი ექსპორტი. თუმცა, ეს არის პირველადი ანალიზი, რომელიც ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. პროექტის თანახმად, საექსპორტო პროდუქტების მიხედვით განაწილებულ პორტფელებს მენეჯერები მართავენ - პორტფელის მენეჯერის ფუნქციას წარმოადგენს მის პორტფელში შემავალ პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა, იქნება ეს საექსპორტო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა, თუ პორტფელში შემავალი კომპანიების პრობლემების ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე მხარდაჭერის ამა თუ იმ ინსტრუმენტის გამოყენება. „ზოგადად პორტფელის მენეჯმენტი ახალი მიდგომაა ექსპორტის მხარდაჭერის სფეროში, რაც ექსპორტის მხარდაჭერის სამკუთხედის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
(NS)
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)