|
2017-07-19 19:12:09, 2456 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან „ამბასადორიალის“ პოლიტიზება ხდება
„ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადება და ძალიან დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სწორედ ამ საკითხის და, ზოგადად, „ამბასადორიალის“ პოლიტიზება ხდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებას. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ „ამბასადორიალის“ მონაწილეებს განხორციელებულ ნაბიჯების და მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „მოგახსენებთ, რომ „ამბასადორიალის“ ფარგლებში არსებობს შესაძლებლობა ყველა აზრის გამოხატვის და მოსმენის. ჩვენ ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების მოხსენებებზე, მათი პოზიციების გაცნობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო და ამ პროცესის პოლიტიზებას ემსახურება. მინდა მოვუწოდო დანარჩენ პირებს, რომლებიც ასევე გამოეხმაურნენ ამ უსაფუძვლო განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არის სრულიად დეპოლიტიზებული, ასრულებს თავის მოვალეობას მსოფლიოს მასშტაბით და დღეს ჩვენ გვქონდა დიდი პატივი, გვემასპინძლა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს დიპლომატებს, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს იყო მცდელობა, დაებრალებინათ ჩვენთვის და ხელისუფლებისთვის, რომ ხდება დიპლომატების პოლიტიზება. ეს იყო გადმონაშთი იმ ძველი ტრადიციების, როდესაც ნამდვილად ეძლეოდათ პოლიტიკური დავალებები დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს და ისინი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებდნენ. დღეს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები მოქმედებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სწორი ინფორმაციის მიწოდების პრინციპით და სწორედ ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველი", - განაცხადა ჯანელიძემ. ცნობისთვის, თენგიზ ფხალაძემ დღეს განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ ელჩებს „პარტიული დავალებები“ მისც.
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)