|
2026-08-13 11:08:42, 908 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
გუშინდელმა დღემ და ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ - აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება, - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვს ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი. „გუშინდელმა დღემ და ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ - აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება. მოდით მარტივად გავაანალიზოთ აგენტურის გუშინდელი ისტერია. დღის განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო 3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა. და რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს. მეორე მხრივ, რადგან ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვთ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ცხადია ვერაფრით შეეგუებიან ხელისუფლების ვერც ერთ ისეთ ჰუმანურ ნაბიჯებს, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესს. უფრო მეტიც - პატრონების დავალების შესაბამისად აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემური ურთიერთობები არათუ მოგვარდეს, არამედ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს პროცესები, რათა საქართველო მუდმივად ესკალაციისა და რთული გამოწვევების საფრთხის წინაშე იყოს... დაბოლოს, კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვანძი - ოპოზიციის ეს ისტერია არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი განცხადების, რაც გია ბარამიძემ გააკეთა. საბოლოო ჯამში კი ორივე პროვოკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება - მათ დავალებული აქვთ, რომ თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ/აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს!“, - წერს რატი იონათამიშვილი.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)