12:02 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 12:01:41, 2734 ნახვა

პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

უკრაინის პრეზიდენტს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა რუსეთის რეალურ სახეს ნათლად აღწერს.  მისივე თქმით, უკრაინამ და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ოკუპაცია შეჩერდეს.

ადგილზე კომენტარი გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველომ და უკრაინამ ერთობლივად უნდა იბრძოლონ.

პრეზიდენტები დღეს სოფელ ოძისშიც იმყოფებოდნენ, საიდანაც მიმდებარედ არსებული რუსული სამხედრო ბაზა დაათვალიერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics