|
2015-04-23 10:11:04, 346 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართელოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები წარუდგინა. ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდნეტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ელჩი ბელარუსში დავით კოტარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მაოდგილე გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ. თავის მხრივ, ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციის წევრები გააცნო: ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინსიტრი ვლადიმერ მაკეი, შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი,სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაეცი, განათლების მინისტრინ მიხაილ ჟურაკოვი და მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი. ოფიციალურ ცერემონიალზე საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)