|
2017-07-12 18:18:33, 2861 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
DCFTA-ს განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა
12 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის რეგიონალური მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა, სადაც ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების კუთხით კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმის გაძლიერებაზე იმსჯელეს. შეხვედრაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და ამ მიმართულებით, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში გაიმართა. ღონიძიების ორგანიზატორი ევროკავშირის პროექტი „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ იყო. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკამ. დისკუსიას მოდერაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გაუწია. მრგვალი მაგიდის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საკუთარი უწყებების მიერ შემუშავებული გეგმებიც გააცნეს. დიალოგის მიზანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის(DCFTA) შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით მიმდინარე რეფორმების შესახებ სამიზნე ჯგუფებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. (NS)
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)