|
2017-07-06 17:55:04, 3100 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ პატარაძე კომპანია „ყაზმუნაი გაზის" წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ ფინანსთა მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ყაზახური კომპანიის, „ყაზმუნაი გაზის" ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას ყაზახური მხრიდან ესწრებოდნენ, ვიცე-პრეზიდენტი დაურენ კარაბაევი, აქტივების დეპარტამენტის დირექტორი ლუიზა აკანოვა და სერვისების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კაირათ ასკაროვი. შეხვედრას ესწრებოდა ასევე „ბათუმის ნავთობის ტერმინალი"-ს გენ.დირექტორი ბახიჯან ნამაევი. ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, ყაზახური მხრიდან გაზრდილია ინტერესი საქართველოს, კერძოდ, აჭარის რეგიონის მიმართ, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი რაოდენობა. მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ ისაუბრა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლევანდელ სეზონზე კვირაში 100-მდე ფრენა ხორციელდება 38 მიმართულებით, მათ შორის, ყაზახეთიდან 6 რეგულარული და ჩარტერული ფრენა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს ზრდის აჭარის სატრანზიტო კორიდორის როლი. როგორც ცნობილია, ევროპიდან კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მშრალი, თხევადი და საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვა, ასევე მგზავრების გადაყვანა, სწორედ, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საშუალებით ხორციელდება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ყაზახური კომპანიის როლი, რომელიც ბათუმის პორტის 100% წილის მართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბათუმის პორტში ტვირთბრუნვის შესაძლებლობების გაზრდაზე. ყაზახურმა მხარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკომომიკის მინისტრს საინვესტიციო მიმართულებით თავიანთი წინადადებები გააცნო. მხარეებს შორის ახალ საინვესტიციო პროექტზე მუშაობა განხილვის პროცესშია. „ყაზმუნაი გაზი" ყაზახეთში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას წარმოადგენს.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)