|
2017-07-05 13:04:43, 2260 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი პროკურატურისგან აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი პროკურატურისგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ, ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. "გამოძიების მიმდინარეობის მიმართ საზოგადოების რწმენის განმტკიცებისთვის, მნიშვნელოვანია გამომძიებლებსა და გამოსაძიებელ დაწესებულებას შორის გამოირიცხოს იერარქიული ან/და ინსტიტუციური კავშირები, რაც გარანტირებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით. პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რათა მას და მის ადვოკატს მეტი შესაძლებლობა ქონდეთ დააკვირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, რომლის მიმართაც, როგორც წესი, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა, რათა უწყებამ მიიღოს გადაწყვეტილება აფგან მუხთარლის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის თაობაზე და უზრუნველყოს აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმესთან კავშირში მყოფ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს. "საყურადღებოა გრიგოლ ორბელიანის მოედნის (ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის) მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებიც მედიით გავრცელდა. მასალაში ჩანს, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ კადრში აფგან მუხთარლი უნდა გამოჩენილიყო, კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება. კერძოდ, ვიდეომასალაში იცვლება დრო, ამინდი და მანქანების შემადგენლობა სადგომზე. აღნიშნულის თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გაჩენილა ეჭვი ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის დასადგენად დაინიშნა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მთავარ პროკურატურას აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა. სამწუხაროა, რომ გამოძიების დაწყებიდან ერთი თვისა და რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, ვერ ხერხდება საზოგადოებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რაც გააჩენდა ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულ რეაგირებას მოახდენს მის წინადადებაზე და დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას გამოძიების დროულად და ეფექტურად წარსამართად და ყველა დამნაშავე პირის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგომად.
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)