|
2017-06-29 19:28:52, 2205 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს ჯოვანი კესლერს შეხვდა. როგორც შეხვედრის დაწყების წინ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, კესლერი თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზული წარმატებით გამოირჩევა. „ის არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ოფისის დირექტორი ევროკავშირში. ბატონი კესლერი თავად გამოირჩევა ძალიან სერიოზული წარმატებით თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, მათ შორის მის ქვეყანაში იტალიაში. მან ამ კუთხით სერიოზული რეფორმები გაატარა. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია პირველად საქართველოში მისი ვიზიტი, სადაც თავის კოლეგებთან ერთად და ჩვენთან ერთადაც ექნება იმის საშუალება, რომ შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოება. ჩვენ როგორც ფორმალურ, მოგვიანებით კი არაფორმალურ ვითარებაში გვექნება საშუალება, რომ გავიაროთ ერთად ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მოხარული ვართ, რომ იგი თბილისში იმყოფება“,-განაცხადა დოლიძემ. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაკეთდა. შეხვედრაზე ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული დებულებების საკითხი განიხილეს, რომელიც მომავალში ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამებსა და პროექტებზე უნდა გავრცელდეს. ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობა, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესის განხილვა.
(NS)
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)