|
2017-06-28 17:32:38, 2299 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერმინალის ოპერატორი SSA Marine-ი იქნება
საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესში მსოფლიოს შვიდი დიდი კომპანია მონაწილეობდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორი ამერიკული SSA Marine-ი გახდა. მსოფლიოს უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. SSA Marine-ი მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ახდენს ოპერირებას და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. გარდა ამისა, SSA Marine-ი მთელს მსოფლიოში 75 მილიონზე მეტ მშრალ ტვირთს ამუშავებს, ახდენს საკრუიზო გადაყვანებს მექსიკასა და ამერიკაში, ხოლო ამერიკაში 30-ზე მეტ პირველი კლასის ინტერმოდალურ სარკინიგზო მაგისტრალს უწევს ექსპლუატაციას. „მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და გვიხარია, რომ ჩვენს მსოფლიო კლასის ისეთ პარტნიორებს, როგორებიც არიან კონტი ჯგუფი, ვან ოორდი თუ სხვები, ასეთი მასშტაბისა და გამოცდილების მქონე კომპანია შეემატა. SSA Marine-ი მსოფლიოს უმსხვილესი პორტოპერატორია და მისი ქართულ პროექტში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი და საეტაპო მოვლენაა",- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა. "ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი პერსპექტიული და ამბიციური პროექტის პარტნიორები გავხდით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური არის ის, რაც საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს, რაც საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში ტვირთების გაზრდასა და სამხრეთ კორიდორის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბობ ვოტერსმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება. ამ დროისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უკვე დაასრულა წინასამშენებლო კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა. ამჯერად დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ამავდროულად დასრულდა მუშაობა პორტის დიზაინზე და დიზაინის პროექტს კონსორციუმი 2017 წლის 30 ივნისს მთავრობას წარუდგენს. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები ანაკლიაში 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)