|
2017-06-22 17:28:40, 2407 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 204 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „უვ პრინტი“ შეემატება. შპს "უვ პრინტი" 2017 წელს დაარსდა, თუმცა დამფუძნებლებს 10 წლიანი გამოცდილება აქვთ ფართო ფორმატიანი ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად, კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინტერიერისა თუ ექსტერიერის გასაფორმებლად ნებისმიერი სახის ზედაპირებზე ფართო ფორმატით შესრულებული ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებას შეძლებს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს რომ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე, კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს და შეძლებს აწარმოოს სხვადასხვა სახის შესაფუთი მასალები გოფრირებული ქაღალდისა ან გოფრირებული მუყაოსაგან, მაღალხარისხიანი ნაბეჭდი რეპროდუქციები, სანათების მოწყობილობები და ა.შ. შპს "უვ პრინტი", რომელიც 2017 წლის ბოლოს გეგმავს, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 430 000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 282 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 636 000 000 ლარზე მეტია. (NS)
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)