11:21 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 13:53:00, 2452 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში მმართველთა საბჭოს დღევანდელი დისკუსია წაიყვანა

როგორ შეუძლია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) დაეხმაროს ქვეყნებს, მოიზიდონ კერძო კაპიტალი და შესაბამისად, რა ინსტრუმენტების განვითარებაა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით - ეს იყო ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ წაიყვანა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა.

„საქართველო ძირითად ინფრასტრუქტურაში უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში 5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა ამ მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ამჟამად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უკვე მომზადებულია და მალე წარედგინება მთავრობას განსახილველად. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის მოზიდვას. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა უნდა განავითაროს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა დამატებითი გარანტიები კერძო სექტორისათვის, რისკის შემცირება და მინიმიზაცია, ასევე, სხვა მასტიმულირებელი ინსტრუმენტები," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა 16-17 ივნისს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. წელს აღნიშნული შეხვედრა კორეის რესპუბლიკაში ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics