|
2017-06-01 16:24:44, 838 ნახვა
რეგიონი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქობულეთში ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რეგიონის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ პატარებს ქობულეთიდან მიულოცა, სადაც ახალი საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო. გელაურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ. გელაურის დასახლებაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლების განმავლობაში არ არსებობდა. 105 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 19 ადგილობრივი კადრია დასაქმებული. საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ორსართულიან შენობაში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით. კეთილმოეწყო ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა. მოეწყო ასევე მისასვლელი გზა. საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. სოფელ გელაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის 415 860 ლარი დაიხარჯა. დღესვე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენიტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. 70 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღში 15 ადგილობრივია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე კეთილმოეწყო ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 485 550 ლარი დღეის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 350 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას და 437 ადამიანია დასაქმებული. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღების გახსნა ფიჭვნარსა და ცეცხლაურშიც იგეგმება. წელს საბავშვო ბაღები აჭყვისთავსა და ჩაისუბანშიც აშენდება. აჭარაში 2013 წლიდან დღემდე : აშენდა 47 ბაღი; რეაბილიტირდა 67 ბაღი; მიმდინარეობს 13 ბაღის მშენებლობა და 5 ბაღის რეაბილიტაცია.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)