|
2017-05-25 16:29:10, 863 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაციის მიზნით კრეატიული მარკეტინგული კამპანია დაიწყო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 15 მაისიდან, საქართველოს მასშტაბით კრეატიული მარკეტინგული კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი მიზანიც შიდა ტურისტებში აჭარაში დასვენებისა და მოგზაურობის სტიმულირებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული რეკლამის ფარგლებში დედაქალაქსა და თბილისი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე განთავსდა ზღვასთან ასოცირებული გრაფიკული გამოსახულებებით დაბრენდილი ბილბორდები წარწერით „365 კილომეტრი ზაფხულამდე“, რომლითაც შიდა ტურისტებს კიდევ ერთხელ ვახსენებთ საიდან იწყება ზაფხული. აღნიშნული კოლომეტრაჟი ბანერებზე ბათუმთან მიახლოებასთან ერთად იკლებს და მაგალითად, გურიის გზადკეცილზეა წარწერით „125 კილომეტრი ზაფხულამდე“. გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით ავტობუსის 11 ცენტრალური მოსაცდელი შეიფუთა ზღვისა და მასთან ასოცირებული გამოსახულებებით. მათგან რამდენიმე მოსაცდელზე (ჭავჭავაძის 44, ჭავჭავაზისა და ყიფშიზის კვეთა, სპორტის სასახლე) კი ადამიანებს „ინტერაქტიული“ სასწორი ელოდებათ, სადაც მსურველებს წონის გაგების ნაცვლად კრეატიული ფრაზებით აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებენ. თუ რომელი ფრაზებით მოგიწოდებენ აჭარაში დასვენებისკენ უკვე თქვენს წონაზეა დამოკიდებული. აღნიშნულ ავტობუსის გაჩერებებზე ე.წ. „ინტერაქტიული“ სასწორზე შეიძლება წაიკითხოთ ისეთი კრეატიული ლექსები, როგორებიცაა: თუკი სასწორი იმედს გიცრუებს, არ ჩამოყარო მაინც ყურები. აქ, აჭარაში შენთვის მზადდება ცომგამოცლილი ხაჭაპურები. ან თუ უმადობა გაშინებს და ვერ იმატებ წონაში, იცოდე: ცურვა აშიებს ჩვენს საკურორტო ზონაში. ან როცა პრობლემა გაქვს წონის, ნუ დაჯდები დიეტაზე, ამ დროს ერთი გზაა სწორი: - უმალ გამოსწიე ზღვაზე ან ჩამოდი ჭარაში და გქონდეს გახდომის იმედი, შავი ზღვის სანაპიროზე იარე ველოსიპედით. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანსა და თამარაშვილი-უნივერსიტეტის გადაკვეთის ქუჩებში დიდ მონიტორებზე ტრიალებს აჭარის სარეკლამო ვიდეო კლიპები. ივნისის ბოლოდან, აღნიშნულ მონიტორებზე აჭარის ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი ახალი საიმიჯო ვიდეოკლიპი იტრიალებს. შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია აღნიშნული მარკეტინგული კამპანიით დედაქალაქიდან დაიწყო, თუმცა მას გაგრძელება უკვე აჭარაში ექნება. ივნისიდან, ბათუმსა და ქობულეთში მყოფ ტურისტებს მთიანი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების ფოტოებით დაბრენდილი სარეკლამო ბილბორდები ყველა ცენტრალურ მაგისტრალსა და ქალაქში დახვდებათ. აღნიშნული სარეკლამო აქტივობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მყოფ ტურისტებს ზღვაზე დასვენების გარდა მთიან აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. საბოლოოდ, ყველა სარეკლამო აქტივობა ასახვას ონლაინ რეკლამაში ჰპოვებს. დეპარტამენტი შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მასშტაბურ ონლაინ რეკლამას ივნისიდან დაიწყებს. გარდა შიდა ტურიზმის სტიმულირებისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის პიარ კამპანიას აწარმოებს, რაც აჭარის რეკლამირებას უკვე 16 სამიზნე ქვეყანაში ითვალისწინებს. (გერმანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსია, პოლონეთი, ყაზახეთი, ისრაელი, რუსეთი, )
(NS)
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)