|
2017-05-04 19:50:06, 1977 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის უწყება ნატოს დელეგაციას მასპინძლობს
საქართველოში ნატოს საერთაშორისო სამსახურის და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის დელეგაცია იმყოფება. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის უწყებიდან აცნობეს, დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს. დელეგაციას ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი გუსტავ ვრომენი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მთავარ მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების შეფასება წარმოადგენდა. საქართველოში მოვლენილ ნატოს ძირითად ჯგუფთან (NATO Core Team) ერთად მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თხუთმეტ ინიციატივაზე ისაუბრეს. მათ, 2017 წელს 28-30 მარტს საქართველოში ჩატარებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრის შედეგებთან ერთად, იმ ინიციატივების მონახაზი განიხილეს, რომელიც არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმაში აისახება. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები, თავდაცვის პოლიტიკის და განვითარების დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020“ დოკუმენტი (SDR 2017-2020), „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი და თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. (NS)
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)