|
2026-08-14 16:25:33, 797 ნახვა
პოლიტიკა
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
„სოლიდუსის მფლობელმა“ გიორგი არველაძემ ფორმულას უთხრა, რომ საწვავი, რომელიც მან ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა, „რესპსოლისგან“ შეიძინა. „რესპსოლს“ ეკუთვნის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი „ქონექთი“. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდა, თუმცა "ქონექთის" ხელმძღვანელობამ აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან კავშირი კატეგორიულად უარყო. დღეს კი ამბობს, რომ არ იცოდა მისმა კლიენტმა 300 ტონა ბენზინი რა მიზნისთვის შეიძინა. გუშინ კომპანია „სოლიდუსის" მფლობელმა გიორგი არველაძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებული აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა. გიორგი არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე, რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, "აფხაზ პარტნიორებს" მიაწოდა. "ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის", - აცხადებს გიორგი არველაძე. მისივე თქმით, საწვავი "ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის" არის განკუთვნილი. *** ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ბენზინი თბილისიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ბიზნესმა შეიტანა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)