|
2017-05-04 17:25:15, 1953 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი საყოველთაო-საერთო განხილვის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „დღეს საკონსტიტუციო წევრების მხრიდან მივიღეთ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას საზოგადოების მიერ და საზოგადოებასთან ერთად. შესაბამისად, ეს პროცესი მიგვაჩნია მნიშვნელოვნად და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა დამავალა საკონსტიტუციო კომისიის შესაბამის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ. ამ წუთებში, ჩემი თანამშრომლები უკავშირდებიან კომისიის აპატარს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის",- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა.
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)