|
2017-05-04 15:39:08, 1893 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მონაწილეობას სთავაზობს
საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის მიზანი არ არის აღნიშნულმა პროცესმა რაიმე კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს. "საქართველოს პრეზიდენტთან წინადადება გვაქვს და გვინდა, რომ საერთო-სახალხო განხილვების პროცესში მოვიპატიჟოთ. კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან, ცვლილებებს გააცნობენ. მითუმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტს ეს პროცესი გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვთ. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ პროცესმა რაიმე კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს, პირიქით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მსჯელობა საგნობრივ დისკუსიაში გადავიდეს და მოსაზრებები ერთმანეთს მედიის მეშვეობით კი არ გავუზიაროთ, არამედ ასეთ შეხვედრებზე და საუბრების დროს. ახლა უფრო გაფანტულია პროცესი, როცა ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ყველა ზრდასრული ადამიანი ვართ და იმის უნარი გვაქვს, რომ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)