2017-03-22 21:12:21, 1666 ნახვა
საზოგადოება
მღებრიშვილი: ვფიქრობ, დამრღვევი მძღოლების მიმართ გასამკაცრებელია სანქციები
მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები იმ დამრღვევი მძღოლების მიმართ, რომლებიც ასე დღისით, მზისით, ყველას თვალწინ უგულვებელყოფენ დადგენილ წესებს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც მცირეწლოვანი შეეწირა, ტრაგედიად შეაფასა.
"ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ეს ნამდვილად ტრაგედიაა. მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები იმ დამრღვევი მძღოლების მიმართ, რომლებიც ასე დღისით, მზისით, ყველას თვალწინ უგულვებელყოფენ დადგენილ წესებს”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან