2017-03-20 13:51:26, 1380 ნახვა
საზოგადოება
მერია კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს
თბილისის მერია ეხმაურება სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მერია აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს:
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან