09:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-19 13:15:45, 1323 ნახვა

საზოგადოება
სამშენებლო სამუშაოების გამო, რამდენიმე სოფელს ელექტროეენერგიის მიწოდება შეეზღუდება

2017 წლის 20 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ახალციხე-ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: დოლოგანი, უჩხითი, მახუნცეთი, სულ 752 აბონენტს;

ხოლო 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კოკოტაური, გეგელიძეები და შუახევის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ხიჭაური, ბარათაული, ჭვანა, სულ 2714 აბონენტს.

ასევე, 21 მარტს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ქვესადგურში „ზუგდიდი 200“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ ზუგდიდის 243 აბონენტს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics