2017-03-18 13:25:06, 1314 ნახვა
საზოგადოება
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე აღდგება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან