|
2017-03-16 23:24:20, 1552 ნახვა
საზოგადოება
ხმალაძე: სხდომაზე, რომელიც 11 საათი გრძელდებოდა, არაერთ საკითხზე შევთანხმდით
დღევანდელი სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელიც 11 საათი გრძელდებოდა, იყო საკმაოდ ნაყოფიერი. არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მიღწეულია შეთანხმებები, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის წევრმა, ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა განუცხადა. მისი ინფორმაციით, საკითხი ეხება პრეზიდენტის აქტებზე კონტრასიგნაციას, რომელზეც კომისია შეთანხდა - რას სჭირდება და რას არ სჭირდება კონტრასიგნაცია. „ჩემი აზრით, ეს საკითხი სწორად გადაწყდა. არის მთელი რიგი საკითხები, სადაც პრეზიდენტი სხვებისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, ეს არის მაგალითად შეწყალების საკითხი, მოქალაქეობის მინიჭების საკითხი და კიდევ რიგი სხვა საკითხებისა. მნიშვნელოვანი იყო, ასევე, კონსტიტუციაში ცვლილებების საკითხზე შეთანხმება და ის მოდელი, რომელიც იქნება წარმოდგენილი. ეს ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას 2/3-ის უმრავლესობით, ოღონდ ერთი პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს მომდევნო პარლამენტმა, ხოლო თუ პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს ¾-ის უმრავლესობით, მაშინ ეს ცვლილება ამოქმედდება მეორე პარლამენტის მიერ დამტკიცების გარეშე, რაც ვფიქრობ, კარგი მოდელია“, - განაცხადა ხმალაძემ. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზეც. “ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი და მთავრობის მიერ ნდობის დასმის საკითხი პარლამენტის წინაშე. აქაც მიღწეულია შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოხდება ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ფორმით, რაც ნიშნავს იმას, რომ როცა მოხდება ინიცირება უნდობლობის გამოცხადებისა, ინიციატორებმა უნდა დაასახელონ აგრეთვე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ამ პრემიერ-მინისტრმა უნდა შეადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, წარუდგინოს პარლამენტს და თუ პარლამენტი ამ მთავრობას გამოუცხადებს ნდობას, ჩაითვლება, რომ მოქმედ მთავრობას გამოეცხადა უნდობლობა, ანუ თუ მინდა მთავრობა გადავაყენო, ამ საკითხს რომ ვსვამ, მე ასევე უნდა ვთქვა, ვინ მინდა, რომ იყოს. კენჭი ეყრება იმას, ვინც მინდა და თუ პარლამენტმა მხარი დაუჭირა, მოქმედი მთავრობა იქნება წასული. მიიჩნევა, რომ ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური მოდელი უნდობლობის გამოცხადებისა. მეორე შემთხვევა - მთავრობას აქვს უფლება, პარლამენტის წინაშე დასვას თავის მიმართ ნდობის საკითხი და თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, მაგრამ იმავდროულად კონსტიტუციურად განსაზღვრულ ვადაში არ შექმნა ახალი მთავრობა, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, ანუ თუ ამ მთავრობას არ ენდობი და ვერც ისეთს ქმნი, როგორსაც ენდობი, მაშინ კი უნდა წახვიდე სახლში“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფების მორიგი გაერთიანებული სხდომა გაიმართა. მეორე სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხები შედის, ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონსტიტუციის შესაბამის თავებზე მუშაობს.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)