2017-03-16 18:52:32, 1365 ნახვა
საზოგადოება
„ახმეტელის თეატრი“ - „სარაჯიშვილის“ მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოფხვრილია
ახმეტელის თეატრი-სარაჯიშვილის მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოფხვრილია.
როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, მოძრაობა სრულად აღდგენილია.
"თბილისის მეტროს სადგურების ახმეტელის თეატრი - სარაჯიშვილის მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოიფხვრა 17:45 სთ-ზე და მოძრაობა სრულად აღდგენილია თბილისის მეტროს პირველ ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი). შეგახსენებთ, რომ 13:35 სთ-დან ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები არ გადაადგილდებოდა სადგურებზე - ახმეტელის თეატრი და სარაჯიშვილი",-აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან