2017-03-15 18:26:01, 1449 ნახვა
საზოგადოება
მერაბ ღოღობერიძე: კახაბერ ბუხრაძემ მის უფლებამოსილებას გადააჭარბა და უნდა გადადგეს
კახაბერ ბუხრაძემ [აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი] მის უფლებამოსილებას გადააჭარბა და უნდა გადადგეს, - ამის შესახებ მერაბ ღოღობერიძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის ბუხრაძის გადადგომას კვლავ ითხოვს და გადადგომის მოთხოვნით აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს.
„დღესაც ვითხოვ კახაბერ ბუხრაძის გადადგომას. აჭარაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ეს უნდა აღიაროს ერთმა მხარემაც და მეორემაც. დღეს ვანდალიზმზე საუბრობენ და მართალია, მაგრამ ბატონმა კახაბერ ბუხრაძემ მის უფლებამოსილებას გადააჭარბა და უნდა გადადგეს. ამისთვის ბრძოლას ჩემს არასამთვრობო კოლეგებთან ერთად გავაგრძელებ", - აღნიშნა ღოღობერიძემ.
ცნობისთვის, დღეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში მერაბ ღოღობერიძეს კითხავდნენ, თუმცა მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაკითხვა შეწყდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან