07:25 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 13:52:48, 1351 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50-მდე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო 50-მდე კორპუსში მიმდინარეობს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, 13 მისამართზე  უკვე დასრულდა სამუშაოები, მათ შორის ზესტაფონის ქ. N18 - მე-2 კორპუსში, სადაც 1010 კვ.მ ფართობის ბრტყელი სახურავი შეიცვალა. 

მათივე ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა. 
ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა. 

„ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კორპუსების სახურავების, სადარბაზოების, კიბეების რეაბილიტაცია და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კაპიტალურ გამაგრებას“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ. 

მიმდინარე წელს რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 76 პროექტი დაამტკიცა. აქედან 35 მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდება. დაფინანსებული სამუშაოების საერთო ღირებულება 1 530 496 ლარს შეადგენს.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics