https://heritage.notary.ge გახდა შესაძლებელი.

 

" />
06:26 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 15:25:58, 1475 ნახვა

საზოგადოება
​ინფორმაცია სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ - eritage.notary.ge

სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ შექმნილ ახალ ვებპროგრამაში, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში  - https://heritage.notary.ge გახდა შესაძლებელი.

ელექტრონულ რეესტრში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ელექტრონული ფორმით მიიღოს ინფორმაცია სამემკვიდრეო საქმისწარმოების თაობაზე.

ამისათვის საჭიროა მიუთითოს მამკვიდრებლის სახელი და გვარი, ან პირადი ნომერი, რის შემდეგაც გაარკვევს, მიმდინარეობს თუ არა სამემკვიდრეო საქმისწარმოება გარდაცვლილის დანატოვარ ქონებაზე. აქვე ხელმისაწვდომია ინფორმაცია, არსებობს თუ არა განაცხადი სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, უკვე გაცემულია თუ არა სამკვიდრო მოწმობა ან დანიშნულია თუ არა სამკვიდროს მმართველი.

ამასთან, ელექტრონულ პროგრამაში შეტანილი იქნება მონაცემები სანოტარო ბიუროს შესახებ, სადაც დაწყებულია სამკვიდროს საქმისწარმოება.

დეტალური ინფორმაციის მიღება მამკვიდრებლის დანატოვარ ქონებაზე ან მისი მემკვიდრეების ვინაობის შესახებ შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელთაც ამ პირადი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი უფლებამოსილება აქვთ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics