|
2017-03-13 15:54:12, 1203 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებისა და აგრარული პროდუქციის მწარმოებლების შეხვედრა გაიმართა
საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმროში „ჰუალინგი“ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებმა და აგრარული პროდუქციის მწარმოებლებმა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებმა მიიღეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ინიციატივით გამართული B2B (business-to-business) ფორმატის დღევანდელი შეხვედრა სასტუმროების წარმომადგენლებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევს გაცვალონ ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ, რაც საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის სასტუმროებისთვის მიწოდებას გულისხმობს. შეხვედრის პარალელურად გამოფენა გაიმართა, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი საწარმოების, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული ქართული აგროსასურსათო პროდუქცია - თაფლი და თაფლის პროდუქტები, ჩაი, ჩირი, რძის პროდუქტები, თევზი, ღვინო, ჩურჩხელა, მურაბები, თხილი და სხვა - იყო წარმოდგენილი. „ქართულია და კარგია“ ხელისუფლების გზავნილია ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და ქართული წარმოების მხარდაჭერას და, შედეგად, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. ცნობისთვის, დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობისა, 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო. სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებსა და აგრარული პროდუქციის მწარმოებლებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩხეიძე და გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია ესპანური კომპანია EVOLUXER, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტს ახორცილებს. (NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)