|
2017-03-12 01:36:23, 1260 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე: ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გაუშვეს, რაც ხალხმა ეზოში შეჭრა სცადა
ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გაუშვეს, რაც ხალხმა ეზოში შეჭრა სცადა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გაუშვა, რაც აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა. "პოლიციელები გამაგრებული იყვნენ ადმინისტრაციული შენობის კართან, რა დროსაც დიდი რაოდენობით ხალხი თავს დაესხა. ისროდნენ ქვებს, უამრავი პოლიციელია დაშავებული, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, ასევე, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა შესაბამისი ძალა, რათა არ ხალხი პოლიციაში არ შემოჭრილიყო. ნახევარი საათის განმავლობაში აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს ისროდნენ, ხოლო ბოლოს იყო პიკი, როცა ერთიანი ძალით შემოჭრას ცდილობდნენ", - განაცხადა ამირანაშვილმა. მისივე თქმით, მათ და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა უთხრეს აქციის მონაწილეებს, რომ დაკავებულთა გათავისუფლებას ეტაპობრივად დაიწყებდნენ, მაგრამ აქცია არ შეწყდა. ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ახლაც ქვებს ისვრიან. "ვცდილობთ, სიტუაცია განვმუხტოთ და შემდეგ დაველაპარაკებით ისევ აქციის ორგანიზატორებს". ამირანაშვილი ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პოლიციის უფროსის გადაყენების საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, თუ გადაცდომა იყო, ამას გენინსპექცია შეისწავლის და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 11 ადამიანიდან 6 პოლიციელია. დაშავებულია ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს ორი წევრი. ცნობისთვის, ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქ შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელობა შეიცვალა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)