04:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 22:40:51, 1237 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბათუმში საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავება სსკ-ის 166-ე (რაც  პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს) და 173-ე (რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს) მუხლებით განხორციელდა. 

ცნობისთვის, ბათუმში საპროტესტო აქცია უკვე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეებს სამმართველოს შენობაში შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი. ადგილზე დაკავებულების ახლობლებიც იმყოფებიან. 

არსებული ინფორმაციით, აქცია გრძელდება ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.

ბათუმში აქციაზე სულ ექვსი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics