2017-03-05 18:10:52, 1763 ნახვა
საზოგადოება
ხვალ 200 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა
ხვალ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 - ერთოთახიანია, 52 - ოროთახიანი, 48 კი სამოთახიანი.
მათივე ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის 630 ოჯახს ბინები „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ ე. წ. „ოლიმპიურ სოფელში“ გადაეცა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან