00:15 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 13:11:45, 1579 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირი „რუსთავი 2“-ის საქმეზე: უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შევისწავლით

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეისწავლიან.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მიღებულ შედეგებს დააკვირდებიან.

"ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის შედეგებს. ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესმა გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics