|
2015-04-01 17:59:52, 416 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტები დაამტკიცა
იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტები წარადგინა. თეა წულუკიანმა მთავრობის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად განახორციელა. „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპზე ძირითადი აქცენტი კეთდება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებსა და სასამართლოს საქმიანობაში მის ჩართულობაზე, კერძოდ: მკაფიოდ ჩამოყალიბდება მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები. კანონში მიეთითება, რომ არავის აქვს უფლება, მიუთითოს მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები. ძირითადი კრიტერიუმი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა იქნება. მოსამართლედ გამწესებაზე უარის მიღების შემთხვევაში, კანდიდატებს შეეძლებათ, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება. მოსამართლედ დანიშვნა მოხდება მხოლოდ კონკურსის წესით, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და თავმჯდომარეების მოადგილეებს კი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ. შემოღებული იქნება საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი. საქმეები რიგითობის წესით, ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება. მოწესრიგდება მოსამართლეთა მივლინების პროცედურა. მივლინება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოსამართლის თანხმობით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით; რათა ამგვარ მივლინებებს აღარასდროს ჰქონდეს „ურჩი“ მოსამართლეების დასჯისა და ხელმძღვანელობის მითითებების უსიტყვოდ შემსრულებელი მოსამართლეების წახალისების ხასიათი. დაიხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები. თავმჯდომარე აღარ იქნება უფლებამოსილი, აღძრას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა. ამ ფუნქციას შეითავსებს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)