|
2017-02-22 15:14:38, 1055 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იგნატი არაკელიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში 22-23 თებერვალს პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პოლიტიკასა და დარგის განვითარების სტრატეგიაზე. საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით თანამშრომლობის, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სომეხ კოლეგას საქართველოში აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები დეტალურად გააცნო. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იგნატი არაკელიანმა განსაკუთრებული ინტერესი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, აგროდაზღვევის და ფიტოსანიტარიის კუთხით განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების მიმართ გამოხატა. როგორც სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ მიმართულებად გამოცხადებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში დარგის განვითარებას და ამის შედეგები ნამდვილად თვალსაჩინოა. იგნატი არაკელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება მოხდეს და სამომავლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი იშხან კარაპეტიანი ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა სომეხ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სათაო ოფისი და ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერებინა. (NS)
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)