|
2017-02-21 10:23:20, 978 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: შესაძლოა, საქართველომ ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიაში მოკლე ვიზიტი შეაჯამა. კვირიკაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უმნშვნელოვანესი შეხვედრები ზამთრის სპორტის სახეობების ოლიმპირი კომიტეტის პრეზიდენტთან, ასევე შვეიცარიის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან და ავსტრიის ფედერაციის პრეზიდენტთან. კვირიკაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველომ ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს: „საუბარი გვქონდა საქართველოში მსხვილი საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ზამთრის რომელიმე სახეობაში. მოგეხსნებათ ამას სჭირდება მომზადება და იქ არის უკვე გამოკვეთილი ქვეყნები, რამდენიმე წლის განმვლობაში, დაახლოებით 5 წლიან პერსპექტივაში ჩვენ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ უფლება, რომელიმე სახოებაში შეიძლება ეს იყოს freestyle da სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩატარების. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებისთვის, სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან დიდი აქცენტის გაკეთებას სახელმწიფო ინვესტიციების და კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის პარტნირტობის მოდლებეის გამოყენებას”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)