17:46 - 14 May, 2026
|
2017-02-20 18:09:18, 1585 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა. პატრიარქი ბერლინიდან ჩარტერული რეისით თანხმლებ პირებთან ერთად ჩამოფრინდა. ილია მეორეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირები, მრევლი და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. 13 თებერვალს ილია მეორეს ლაპარასკოპიული მეთოდით ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა. პატრიარქის ექიმის ინფორმაციით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციას საქართველოში გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)