23:23 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 13:16:07, 381 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ყიფიანი: არავის მივცემ უფლებას, ფედერაციების საქმიანობაში ხელი აფათუროს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ამის შესახებ მან სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ყიფიანი ამბობს, სხვადასხვა ფედერაციების საქმიანობაში ჩარევის უფლებას არავის მისცემს.

"საუბარი მქონდა პრემიერთან, ვესაუბრე ვიცე-პრემიერს,   მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს. ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ მუშაობას.არასდროს არ მივცემ უფლებას,  ვინც არ უდნა იყოს ეს- პარლამენტარი,  ოლიმპიური ჩემპიონი,  თუ სხვა, ხელი აფათუროს  სხვადასხვა ფედერაციების საქმიანობაში და მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც დაიცავს იმას, რითაც ჩვენ მოვედით და საზოგადოებას პირობა მივეცით,  რომ არ ჩავერევით ფედერაციების საქმიანობაში",-განაცხადა ლევან ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ლევან ყიფიანის  მუშაობა გააკრიტიკეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics