|
2017-02-16 18:18:10, 1113 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივა ევროპამ დადებითად შეაფასა
საქართველოს ადვოკატთა ასცოციაციის კონკრეტული მოთხოვნები ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭომ (CCBE) დადებითად შეაფასა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორის მდივანმა, დავით ასათიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. CCBE-სგან მიღებული ოფიციალური წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით გადაეგზავნა. “CCBE-ისთვის ერთერთი პრიორიტეტული საკითხია, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო განვითარების პროცესში განახორციელოს კონსულტაციები ადგილობრივ ასოციაციებთან. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს იურიდიული პროფესიის კონსტიტუციურ ფარგლებში ჩამოყალიბებაში“, - ნათქვამია ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრეზიდენტის, რუთვენ გემელის წერილში. შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოითხოვს, საქართველოს მთავარ კანონში, მკაფიოდ დაფიქსირდეს ადვოკატის სტატუსი; პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე მხოლოდ ადვოკატი იყოს წარმოდგენილი და სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისროს დამარცხებულ მხარეს. „როგორც მოგეხსენებათ, ადვოკატთა ასოცაციას, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, გარკვეული ინიციატივები აქვს, რაც კონსტიტუციაში ადვოკატის როლის განმტკიცებას, ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის გარანტიებს უკავშირდება. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლში მოცემული სიტყვა დამცველი შეიცვალოს ტერმინით - „ადვოკატი“. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როგორც კონსტიტუციური, ასევე საკანონმდებლო წინადადება, რომლის ფარგლებშიც ყველა პირს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები პირადად, ან ადვოკატის მეშვეობით, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. დაბოლოს, ქონებრივი და არაქონებრივი დავის შემთხვევაში, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მეორე მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან“, - განცხადა ასათიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ცნობისთვის, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE გახლავთ ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.
(NS)
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)