12:56 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 10:12:50, 954 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით ათენში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია, ოფიციალური ვიზიტით ათენში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე ძირითადად 2017 წელს სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი არჩევნების დაგეგმვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ და მიმოიხილავენ 2010-2016 წლებში არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან საკითხებს. 

„აღნიშნულ სხდომაზე ძირითადი აქცენტი 2017 წელს, სხვადასხვა ქვეყნებში  ადგილობრივი არჩევნების დაგეგმვასთან და მონიტორინგთან დაკავშირებით კეთდება. მათ შორის საუბარი შეეხება საქართველოში, შემოდგომაზე დაგეგმილ მონიტორინგის მისიას  და იმ ძირითად მიდგომებს, რა მიდგომებითაც მოხდება ადგილობრივი არჩევნების დაკვირვება“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ . 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics