|
2017-02-09 13:53:52, 1043 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ აქტიურ ფაზაში მეოთხე დღეა მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და აშშ-ს არმიის საინჟინრო კორპუსის ორგანიზებით სამთავრობო უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ - აქტიურ ფაზაშია. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილისა და შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით, ეროვნულ სიტუაციურ ოთახში გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს იმიტირებული სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები სწავლების სცენარით განსაღვრულ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სწავლების მიზანია კრიზისული მდგომარეობის მართვის დროს უწყებათშორისი თანამშრომლობის დახვეწა, კრიზისების მართვის ორგანოებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ასევე საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის, მიღების და განაწილების პროცედურების გაუმჯობესება, მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „კოლხიდა 2017“ ეროვნულ სიტუაციურ ოთახში, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერაციების ცენტრსა და ეროვნული გვარდიის ბაზაზე ერთდროულად მიმდინარეობს. უწყებათშორისი სწავლება, რომელშიც სხვადასხვა შესაბამისი უწყების 120 წარმომადგენელი მონაწილეობს, 10 თებერვალს დასრულდება. სწავლების პარტნიორია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)