09:22 - 14 May, 2026
|
2017-02-09 13:11:54, 1352 ნახვა
საზოგადოება
რიკარდ იოზვაკი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში სავარაუდოდ, 29 მარტიდან შევა
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში სავარაუდოდ 29 მარტიდან შევა. გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 12 ივნისს მიიღებს. "საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში სავარაუდოდ 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის - 12 ივნისიდან", - წერს იოზვაკი. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხსა და შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დაამტკიცებენ. შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)