|
2017-02-08 16:32:40, 868 ნახვა
საზოგადოება
ჩაერთე ქველმოქმედებაში თიბისი სტატუსთან ერთად
ვებგვერდზე www.statusdonates.ge უკვე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ისეთი პროექტებისა თუ ადამიანების დაფინანსებაში, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. თიბისი სტატუსის ახალი, საქველმოქმედო პლატფორმა ორ საინტერესო ისტორიას წარმოგიდგენთ. 10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს - ანაჰიტმა ნოტები კარგად არ იცის, მაგრამ მისთვის საყვარელ კლასიკას და ჯაზს სმენით უკრავს. ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის შეფასებით, გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და ხელშეწყობა ესაჭიროება. პატარა ვირტუოზი, 2017 წლის მარტის ბოლოს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია. ამ მოგზაურობამ, შესაძლოა, სამუდამოდ შეცვალოს მისი ცხოვრება და მუსიკალური კარიერა. საფრანგეთში გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა ეხმარება. ვებგვერდზე ნახავთ მეორე ისტორიასაც - „თამაშობანამ" უსინათლო ბავშვებისთვის ადაპტირებული, საინტერესო თამაში შექმნა. ეს არის „აფორიზმობანა", რომელიც ლოტოს პრინციპზეა დაფუძნებული და მასში ქართული აფორიზმებია გამოყენებული. იმისთვის, რომ უსინათლო ბავშვებმა თავიანთ თანატოლებთან ერთად გართობა შეძლონ, საჭიროა ხის სათამაშო დაფებზე ბრაელის შრიფტით დაბეჭდვა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრებ 300-მდე უსინათლო ბავშვს „აფორიზმობანა" საჩუქრად გადაეცემა. ორივე ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეო და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.statusdonates.ge ,სადაც ასევე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენთვის საინტერესო ისტორიას. თიბისი სტატუსმა ახალი, ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია 2016 წლის 28 დეკემბერს გამართა. პროექტის დაწყებისთანავე, პირველ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს სოფელ ძეგვში არსებულმა თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდიაCES-მა; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)