|
2017-02-07 15:01:59, 984 ნახვა
საზოგადოება
ტრენერთა ტრენინგი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ტრენერთა ტრენინგს გადიან. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ტრენინგს აღსრულების საკითხებში ევროკავშირის აღიარებული ექსპერტები ნიდერლანდებიდან და ბულგარეთიდან უძღვებიან. 4-10 თებერვლის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე დაგეგმილია სააღსრულებო წარმოების იმ ასპექტების იდენტიფიცირება, სადაც საჭირო იქნება სასწავლო მოდულის შემუშავება. ასევე, განხორციელდება ბიუროს თანამშრომლების ინფორმირება იმ ტექნიკის შესახებ, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი სასწავლო კურსების შესადგენად. აქტივობის მიზანია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სასწავლო მოდულების განვითარება და ტრენერების გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალხარისხიანი სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფის მიზნით მოახდენენ ახლად მოსული თანამშრომლების განათლებას სააღსრულებო წარმოების საკითხებზე და ასევე, საკანონმდებლო სიახლეების შემთხვევაში, სასწავლო მასალების რედაქტირებასა და ბიუროს მოქმედი თანამშრომლების ინფორმირებას. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)