|
2017-02-07 12:40:12, 1021 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები ვარდების მოედნიდან, თავისუფლების მოედანზე მდებარე საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან. აქციაზე მყოფი გათავისუფლებული მუშები აცხადებენ, რომ ითხოვენ სამსახურში აღდგენას და შრომითი კონტრაქტების გაუმჯობესებას. ამასთან, როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა და პროფესიული კავშირების წევრმა თეიმურაზ გვენეტაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღწეული. “დღევანდელი აქცია გაგრძელებაა იმ პროტესტის, რომელიც ქარხნიდან გათავისუფლებულ ადამიანებს უკავშირდება. რუსთავის აზოტმა 350 ადამიანი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა, ჩვენ ვითხოვთ მათ სამსახურში აღდგენას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას. საპროტესტო აქციებმა გარკვეული შედეგი გამოიღო – დამსაქმებელმა გადაწყვიტა, რომ ერთი თვის ხელფასი მისცეს გათავისუფლებულებს, მსგავსი საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული”, – განაცხადა თეიმურაზ გვენეტაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)