|
2017-02-03 13:56:49, 874 ნახვა
საზოგადოება
იანვარში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ტურისტების 154 083 ვიზიტი დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა გასული თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარის თვე 387 070 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19.8 %-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ტურისტების 154 083 ვიზიტი განხორციელდა. (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 32,4%). რაც შეეხება ტრანზიტს, მსგავსი ტიპის ვიზიტი 65 333 დაფიქსირდა (საერთო რაოდენობის 16,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,8%). შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-0,8%), სომხეთიდან (+31,4%), რუსეთიდან (+40,3%), უკრაინიდან (+28,2%) და ირანიდან (+616,7%) განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი (შესაბამისად 47%, 32%, 32%, 25%, 23% და 18%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (32%), უზბეკეთი (231%), თურქმენეთი (184%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (25%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (83%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - ომანი - 13%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)